თავში

ვუთანაგრძნობ "ოცნებაში" დარჩენილებს - გიორგი ხოჯევანიშვილი

ვუთანაგრძნობ "ოცნებაში" დარჩენილებს - გიორგი ხოჯევანიშვილი
ვუთანაგრძნობ ოცნებაში დარჩენილებს - გიორგი ხოჯევანიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს უთანაგრძნობს. 

მისივე თქმით, კობახიძის ბრალდებებზე პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

"არ ვთვლი საერთოდ საჭიროდ, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ თვითონვე უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. ჩვენ ეს მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუს დროს, ამიტომ შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვუთანაგრძნობ "ქართულ ოცნებაში" იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ უწევთ ამ ყველაფრის მოთმენა და ასე რომ ვთქვათ გაგებით რომ მოეკიდნონ",- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system