თავში

"ვზივართ მშვიდად და არაფერს ვაკეთებთ"- დეპუტატის ემოციური გამოსვლა პარლამენტში

"ვზივართ მშვიდად და არაფერს ვაკეთებთ"- დეპუტატის ემოციური გამოსვლა პარლამენტში
ვზივართ მშვიდად და არაფერს ვაკეთებთ- დეპუტატის ემოციური გამოსვლა პარლამენტში

"მთელი ერის ტრაგედიაა, როცა ასეთი ახალგაზრდები მიდიან ამ ქვეყნიდან არაფრის გამო. მთელი საზოგადოება ვართ დამნაშავე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება,"- ასე გამოეხმაურა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

დეპუტატი ამბობს, რომ აგრესია და სიძულვილია გამეფებული ქვეყანაში.

"სამწუხაროდ არაფერს ვაკეთებთ ამ აგრესიის და სიძულვილის შესაჩერებლად, დამნაშავეები ვართ ორივე მხარის წინაშე, მათ წინაშე ვინც ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან მათ სიცოცხლეს ვერ გავუფრთხილდით და ვერ დავიცავით. მათ წინაშეც, ვინც ამ ბოროტებას სჩადის, რადგან სიყვარული ვერ ვასწავლეთ და ვერ დავანახეთ. დღეს ქვეყანაში სიყვარულს ებრძვიან, ყველანაირად ცდილობენ, ჩვენი გულებიდან, სკოლებიდან, ოჯახებიდან სიყვარული განდევნონ და ამის შედეგია, ქვეყანაში არსებული სიძულვილი და აგრესია. ჩვენ კი ვზივართ მშვიდად და არაფერს ვაკეთებთ,"- განაცხადა ერქვანიამ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system