თავში

ზაალ უდუმაშვილი: ამდენ ხალხს არ ველოდით

ზაალ უდუმაშვილი: ამდენ ხალხს არ ველოდით
ზაალ უდუმაშვილი: ამდენ ხალხს არ ველოდით

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გუშინ ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ისინი ხალხის ამ რაოდენობას არ ელოდნენ, სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებს გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნათ.

"წინასაარჩევნო კამპანია შევიდა ფინალურ სტადიაში. წარმოუდგენელია საარჩევნო კამპანიის წარმოება ფართომასშტაბიანი შეკრებების გარეშე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს შეკრება არ ყოფილა პირველი. მანამდე, ძალიან ბევრი შეკრება ვნახეთ. მათ შორის იყო პოლიტიკური, რელიგიური, საზოგადოებრივი თუ სპორტული შეკრებები.  რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად. გვქონდა თერმოსკრინინგის აპარატები, პირბადეები, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა, ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ 5000 პირბადემდე იქნა დარიგებული", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

მისივე თქმით, შემდგომ აქციებზე ისინი უფრო მეტად ორგანიზებულები იქნებიან. "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გაკეთებულ შეფასებებს კი ის სამარცხვინოს უწოდებს.

"სამარცხვიროა "ქართული ოცნების" ლიდერების  მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ჩვენ არაერთი  მასობრივი შეკრება ვნახეთ "ქართული ოცნების" ორგანიზებით. თუნდაც გავიხსენოთ ივნისში "კიკვიძის ბაღში" რა ხდებიდა. ასევე გავიხსენოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ე.წ დენდროლოგიურ პარკში, სადაც ასეულობით ადამიანი მიჰყავდათ ყოველდღიურად ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე", - თქვა უდუმაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system