თავში

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი ამოცანა არ არის ხელისუფლებასთან დიალოგში ყოფნა

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი ამოცანა არ არის ხელისუფლებასთან დიალოგში ყოფნა
ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი ამოცანა არ არის ხელისუფლებასთან დიალოგში ყოფნა

ჩვენი ამოცანა არ არის ხელისუფლებასთან დიალოგში ყოფნა - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა "ლეიბორისტულ ოფისში" ოპოზიციის წევრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით ახლა ოპოზიციისთვის მთავარია ყველა მაჟორიტარი ოლქის დაკომპლექტება და 4 აპრილის აქციისთვის სამზადისი, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებს "ოცნებასთან" დიალოგის დრო არ აქვს.

"100/50-ზე დასხდნენ და უმრავლესობაში ერთმანეთს ესაუბრონ,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებში ვანო მერაბიშვილის შესაძლო მონაწილეობას, ზაალ უდუმაშვილის თქმით ამ საკითხზე მხარეები მოილაპარაკებენ.

"ლეიბორისტულ პარტიაში" ოპოზიციის წევრები იკრიბებიან. ისინი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system