თავში

ზალკალიანი ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

ზალკალიანი ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა
ზალკალიანი ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებს. მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს განმეორებით დაუდასტურა ქვეყნის მზაობა, გააგრძელოს ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და რეფორმების კურსი, რომლის მიზანი ქვეყნის ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოებაა. განხილულ იქნა ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და მოლოდინები დეკემბერში დაგეგმილი სამიტისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს. დ. ზალკალიანი მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დამკვირვებელთა მისიის გამოგზავნის თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და მოხდა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე პოზიციების შეჯერება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system