თავში

ზალკალიანი: ევროპელი პარტნიორები უაღრესად პოზიტიურად აფასებენ ჩვენს ძალისხმევას

ზალკალიანი: ევროპელი პარტნიორები უაღრესად პოზიტიურად აფასებენ ჩვენს ძალისხმევას

პრემიერ-მინისტრის ვიდეოკონფერენცია ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, საქართველო ებრძვის „კოვიდ 19“-ს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული საქმიანობა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ ევროკავშირის მიმართ იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც გაცხადდა სულ ცოტა ხნის წინ და ბუნებრივია, საუბარი იყო ასევე არსებულ შესაძლებლობებზე, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და ასევე უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ „კოვიდ 19“-ს. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა „კოვიდ 19“-თან ბრძოლის ფარგლებში.

უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარნტიორების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა კოორდინირებული იყოს, რადგანაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი გამკლავება პანდემიასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system