თავში

ზალკალიანი: გარეჯთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ, აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებულია

ზალკალიანი: გარეჯთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ, აზერბაიჯანული
ზალკალიანი: გარეჯთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ, აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებულია. 

მისივე თქმით, ეს არის უაღრესად დელიკატური და ფაქიზი საკითხი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში უაღრესად მნიშვნელოვანია.

"ამის შესახებ იყო საუბარი ჩემს კოლეგასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მე მოზომილი და ფრთხილი განცხადება შეგნებულად გავაკეთე. ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეს არის უაღრესად დელიკატური და ფაქიზი საკითხი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში უაღრესად მნიშვნელოვანია. წელს განახლებული კომისიის რამდენიმე შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა, რათა მოგვეპოვებინა ახალი მასალები. როდესაც ახალი კომისია შეიკრიბა, ჩვენ ვიხილეთ და გავაანალიზეთ, თუ რა მასალებზე დაყდნობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს პოზიციები გარკვეულწილად იყო შესუსტებული, ვინაიდან მაქსიმალურად ეფექტიანად არ გვქონდა გამოყენებული ყველა ის შესაძლო კარტოგრაფიული მასალა თუ დასკვნა. ჩვენ მოვიპოვეთ ეს მასალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის კარტოგრაფიული რუკები თუ საერთაშორისო, ადგილობრივი ექსპერტების დასკვნები. სწორედ ამან მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ სრულფასოვნად არ იყო გამოყენებული ჩვენი პოზიციების გამამყარებელი მასალები, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც იქნა მიღწეული 2006-2007 წლებში, გადახედილიყო. მე და ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას ამაზე გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი. 

ეს იყო დღეები, როდესაც საერთოდ არ იყო დაწყებული ესკალაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის რეგიონში. რა გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა? გააკეთეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მიაბეს ეს საკითხი დაპირისპირებას, რომელიც შემდგომ განვითარდა. წამოვიდა დეზინფორმაციის ნიაღვარი და შეტევა პირადად ჩემი მისამართით. ამას არ დავუშვებთ, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, რომელიც კომისიას მუშაობის საშუალებას მისცემს. კომისიის ფარგლებში მოხდება ახალი მასალების განხილვა, რომლითაც გამყარდება ჩვენი პოზიციები და დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება აზერბაიჯანისთვისაც და ჩვენთვისაც, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system