თავში

ზალკალიანი გერმანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

ზალკალიანი გერმანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს
ზალკალიანი გერმანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

„ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ამ მღელვარე დროში, მივესალმები გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას. ვითვალისწინებთ რა გერმანიის მუდმივ ინტერესს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებასთან მიმართებაში, იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ექვსი თვე აღმოსავლელი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება“ - წერს დავით ზალკალიანი "ტვიტერის" გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system