თავში

ზალკალიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ზალკალიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ზალკალიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან საქართველოში, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IOM-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. აღნიშნულ კონტექსტში, IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციის სფეროში COVID19-ის პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო ძალისხმევას საჭიროებენ. IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მცხოვრები ათასობით ქართველის დახმარების საქმეში. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, საქართველოს კარგ შესაძლებლობას აძლევს თავისი გამოცდილება გაერო-ს წევრ ქვეყნებსა და მიგრაციის სფეროში ჩართულ აქტორებს მაღალი ტრიბუნიდან გაუზიაროს.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა IOM-ის მისიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მიერ საქართველოში წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის და მზაობა გამოხატა განაგრძოს თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით",
- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system