თავში

ზალკალიანი: მიუხედავად შეურაცხყოფისა, ჩვენი დიპლომატები სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ

ზალკალიანი: მიუხედავად შეურაცხყოფისა, ჩვენი დიპლომატები სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ
ზალკალიანი: მიუხედავად შეურაცხყოფისა, ჩვენი დიპლომატები სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ

საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

მისი განმარტებით, აღნიშნული დახმარება მოიცავს, როგორც საცხოვრებლით, საკვებით ისე ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებითა და სხვა გადაუდებელი რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას.

„მინდა საზოგადოებას მოვახსენო იმ სიტუაციის შესახებ, რომელზეც დღეს ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოზე საუბარი. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა საზღვარგარეთის ქვეყნებში. დღეის მდგომარეობით, როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს მოვახსენე, 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა. დახმარება მოიცავს, როგორც საცხოვრებლით, საკვებით ისე ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით და სხვა გადაუდებელი რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. მე მინდა საზოგადოება იცოდეს ზუსტად ის რაოდენობა და ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი მისიები ახორციელებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად. 

„სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი. ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება და ამას ახორციელებენ ძალიან ღირსეულად. მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას იმ არსებული რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია, რა რესურსიც არის გამოყოფილი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით და იმ მექანიზმების ამოქმედებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საპატიო კონსულების სახით, ასევე, სხვადასხვა კერძო კომპანიისა და კერძო პირების დახმარების საშუალებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system