თავში

ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს

ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს
ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს

12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა. 

მინისტრის თქმით, უკვე 12 წელია, რაც საქართველო ომის მდგომარეობაშია. რუსეთი გამუდმებით არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამას თან ერთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული ახალი ტიპის ბერლინის კედლები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადაგმულ ნაბიჯებზე, რაც ძალიან შორსაა მშვიდობის ნებისმიერი გაგებისგან. 

"რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და ძალისხმევას არ იშურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისთვის. თუმცა, რუსეთის მხრიდან არანაირი საპასუხო ნაბიჯი არ იდგმება და ის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში არა მონაწილედ, არამედ კვლავ გარეშე დამკვირვებლად რჩება. 

უამრავი ხელისშემშლელი დაბრკოლების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რომელიც საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენაა მიმართული. ამ პოლიტიკის კარგი ილუსტრაციას წარმოადგენს სწორედ მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზანად. ჩიხში შესული სამშვიდობო პროცესისთვის ახალი იმპულსის მისანიჭებლად და რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს არის. „მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს ეს საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system