თავში

ზალკალიანი: მშვიდობა, თანამშრომლობა და სტაბილურობა რეგიონში, მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

ზალკალიანი: მშვიდობა, თანამშრომლობა და სტაბილურობა რეგიონში,
ზალკალიანი: მშვიდობა, თანამშრომლობა და სტაბილურობა რეგიონში, მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ჩართულობაზე გაამახვილა. 

მისი თქმით, საქართველო ამერიკული ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველ ადგილად რჩება. კერძოდ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ახლახან ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გადმორიცხა. 

„აშშ-ის კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებისა და შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზების კუთხით.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს შავი ზღვის პორტები და მასშტაბური რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე სწრაფი და კონკურენტუნარიანი მარშრუტის პოზიციას განამტკიცებს. საქართველო სწორედ ამიტომ მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს აქტიურ ჩართულობას და ძალისხმევას, რომელიც შავი ზღვის აუზში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენაა მიმართული." - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების უდიდეს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 

დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალც, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებთან დააკავშირებს.

"აღნიშნულის საუკეთესო მაგალითად გამოდგება აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ჩვენ „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის პროექტის“ სრულად განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. ჩვენს ქვეყნებს შორის უნიკალური რეგიონული სინერგია არსებობს: ერთის მხრივ, აზერბაიჯანის მხრიდან ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ კი, საქართველოსა და თურქთის სატრანზიტო პოტენციალი, ევროპული ბაზრებისთვის დამატებითი რესურსების მიწოდების უნიკალურ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. რეგიონული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია, გასულ წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მეორე ფაზის გახსნა, რომელიც ევროპული უსაფრთხოების ახალი ერის დასაწყისს აღნიშნავს და უზრუნველყოფს სამხრეთის გაზის დერეფნის სრული დატვირთვით ამოქმედებას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა, ლევან მიქელაძის საელობის ფონდის და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system