თავში

ზალკალიანი: პანდემიამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადი ვართ

ზალკალიანი: პანდემიამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადი ვართ
ზალკალიანი: პანდემიამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადი ვართ

თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა იმ ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მინისტრის თქმით, პანდემიამ აჩვენა, როგორ შეუძლია თანაგრძნობასა და მხარდაჭერას კრიზისიდან გამოყვანა.

„ამ პანდემიამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადი ვართ და როგორ შეუძლია თანაგრძობას, მხარდაჭერასა და ვალდებულებებისადმი ერთგულებას კრიზისიდან ჩვენი გამოყვანა“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდაForza Italya! როგორც თბილისის მერი და ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო-ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ! თავს გაუფრთხილდით!“, - დაწერა დედაქალაქის მერმა ,,ინსტაგრამზე".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system