თავში

ზალკალიანი: უკრაინაში ძალიან არამეგობრული განცხადებები გაკეთდა

ზალკალიანი: უკრაინაში ძალიან არამეგობრული განცხადებები გაკეთდა
ზალკალიანი: უკრაინაში ძალიან არამეგობრული განცხადებები გაკეთდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში ელჩის გამოძახების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან არამეგობრული განცხადებები გაკეთდა. 

"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან არამეგობრული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლობის მხრიდან, მათ შორის, პარლამენტიდან. მათ თქვეს რომ "საქართველო მათთვის არაფერია", რომ "საქართველო გადახარშავს ამას". ვფიქრობ, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა, ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, არ იყო მეგობრული. როდესაც სტრატეგიულ პარნიორობაზეა საუბარი, მათ ერთმანეთს უნდა გაუგონ, პირველ რიგში, ყველა მნშვნელოვან საკითხზე" - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების პროცესი არ გაიწლება.

"მე გუშინ მქონდა კარგი კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, მომილოცა დამოუკიდებლობის დღე, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც დღეს გახლავთ ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თარიღს, როდის დაბრუნდება, ჩვენ განვსაზღვრავთ და მე მგონია, დიდხანს არ გაიწელება პროცესი", — განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 8 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა და მას შეცდომა უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი, შეკითხვებს იწვევს.

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა.  კარანტინის ვადის გასვლის შემდეგ ის, საგარეო უწყებაში კონსულტაციებზე 25 მაისს მივიდა.  ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ დაიძაბება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system