თავში

ზალკანიანი: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აღიარება

ზალკანიანი: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აღიარება
ზალკანიანი: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აღიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. 

მინისტრის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგება ვერ მოხდება.

ზალკანიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქტიური ქმედების დამსახურებით ორმა ქვეყანამ უკან წაიღო აღიარება და ეს პროცესი არ გაჩერდება.

"ორმა ქვეყანამ ჩვენი აქტიური ჩართულობით უკან წაიღო აღიარება, ეს პროცესი არ გაჩერდება. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა იმ წითელ ხაზზე გადის, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან. მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე", - გამაცხადა ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system