თავში

ზაურ დარგალი: "ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს

ზაურ დარგალი: "ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს
ზაურ დარგალი: ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს

ყოველდღიურად ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, თუმცა როგორც ყოველთვის, როგორც ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებებს, – აცხადებს მარნეულის მერი, ზაურ დარგალი.

„დღეს დილიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები. საღამოს პრივოკაციები გაგრძელდა „ქართული ოცნების“ ოფისი წინ, სადაც მოვარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პირდაპირ აგინეს ყველაზე ცუდ ფორმებში ჩვენს აქტივისტებს. ამის ფონზე მოხდა ორმხრივი ჩხუბი, შელაპარაკება, ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ არც ერთ ფორმაში არ გვაწყობს პროვოკაციები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს. ყოველდღიურად ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, თუმცა როგორც ყოველთვის, როგორც ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებებს, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი.

მეც ვნახე დამტვრეული მანქანა, ამასთან დაკავშირებით შეფასებას გააკეთებს პოლიცია. სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართულნი, ექსპერტებიც ჩართულები არიან. შესაბამისად, დასკვნა იქნება და შესაბამისი რეაგირება იქნება, თუმცა პროვოკაცია თავიდან ბოლომდე დილიდან ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელიც საღამოს საათებში გაგრძელდა. ჩხუბი იყო ორმხრივი, ორივე მხარე იღებდა მონაწილეობას და რა მოხდა როგორ მოხდა, ჩხუბში ვინ ვის სცემა, ამის შეფასებას და დასკვნას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system