თავში

ზაზა გახელაძე თავისუფალია

ზაზა გახელაძე თავისუფალია
ზაზა გახელაძე თავისუფალია

შიდა ქართლში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა "შეიწყალა". 

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.

"გაათავისუფლეს იგი თავისუფლების აღკვეთით შემდგომი სასჯელისაგან", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

გახელაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system