თავში

ზაზა გახელაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

ზაზა გახელაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს
ზაზა გახელაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის დღეს ე.წ. საზღვარს გადაკვეთს. ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე დღეს უფროს შვილთან ერთად ე.წ საზღვარზე გადასვლას გეგმავს. 

საოკუპაციო ხაზთან კი აქციას გამართავენ გახელაძის მეგობრები და ოჯახის წევრები.

დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system