თავში

ზაზა ხუციშვილი მზად არის უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ფრაქციას შეუერთდეს

ზაზა ხუციშვილი მზად არის უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ფრაქციას შეუერთდეს
ზაზა ხუციშვილი მზად არის უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ფრაქციას შეუერთდეს

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა პარლამენტში ფრაქცია შექმნან, რომლის წევრიც ზაზა ხუციშვილიც იქნება. როგორც report.ge-ს ხუციშვილმა განუცხადა, უახლოეს დღეებში ექნება უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან კოსულტაციები.

 "ეს არ იქნება პარტია. რაც შეეხება ფრაქციას, ჩვენ გვქონდა საუბარი რომ კონსულტაციებს გავივლიდით. ჯერჯერობით შეხვედრა არ მქონია მათთან, თუმცა უახლოეს დღეებში შევხვდებით და გადაწყდება ყველაფერი. არ გამოვრიცხავ თუ ფრაქცია შეიქმნება, მისი წევრი მეც ვიყო,"- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.  

პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ფრაქციის შექმნა საუეკეთესო გამოსავალია. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა 9 დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე. ამის შემდეგ კი უმრავლება დატოვეს „კონსერვატიული პარტიის“ წევრებმაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system