თავში

ზაზა ვაშაყმაძემ და ფაიგ გულიევმა რელიგიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ზაზა ვაშაყმაძემ და ფაიგ გულიევ
ზაზა ვაშაყმაძემ და ფაიგ გულიევმა რელიგიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში  აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია, ბოლო წლებში, საქართველოში გატარებული რელიგიური პოლიტიკის შესახებ.

მისი თქმით, შიიტებისა და სუნიტების ერთობლივი მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოში განიხილება, როგორც პოზიტიური გამოცდილება და ტოლერანტობის მაგალითი.

შეხვედრისას, ფაიგ გულიევმა განაცხადა, რომ შეეცდება ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. აზერბაიჯანის ელჩმა სააგენტოს წარმომადგენლები ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system