თავში

ვაშინგტონში საქართველოს უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელებენ

ვაშინგტონში საქართველოს უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელებენ
ვაშინგტონში საქართველოს უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელებენ

ვაშინგტონში დღეს გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო უწყებიდან აცნობეს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი. სამუშაო ჯგუფში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოელ სტარი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ლორა კუპერი.

მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებს, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე საზღვაო და კიბერ-უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system