თავში

ზელენსკი: ელჩის კონსულტაციებზე გაწვევა შეცდომაა საქართველოს მხრიდან

ზელენსკი: ელჩის კონსულტაციებზე გაწვევა შეცდომაა საქართველოს მხრიდან
ზელენსკი: ელჩის კონსულტაციებზე გაწვევა შეცდომაა საქართველოს მხრიდან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ეხმაურება და მას შეცდომად მიიჩნევს. 

„ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციის შემდეგ, მხარეები გაიგებენ, რომ სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს.

„რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში გამოძახების შესახებ გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასშემდეგ მიიღო, რაც გაირკვა რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system