თავში

ზეწოლით და შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია! - ნიკა მელია

ზეწოლით და შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია! - ნიკა მელია
ზეწოლით და შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია! - ნიკა მელია

ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ,,სასამართლო პროცესზე" ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს.

"ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე - ზეწოლით, დაჭერის , შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის. ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც

გვჯერა - რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!

ახლაც ასე მჯერა - ლელო აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!პირადად მამუკას და ბადრის კი

ჩემი მეგობრული თანადგომა!

პს. ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა - მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!" - წერს მელია.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system