თავში

ირმა ინაშვილი ენდიაის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ირმა ინაშვილი ენდიაის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
ირმა ინაშვილი ენდიაის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

,,მოვითხოვ ქართულმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება NDI-ისა და IRI-ის თბილისის ოფისის წინააღმდეგ, - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ენდიაის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

ირმა ინაშვილმა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა.

,,NDI-ისა და IRI-ის თბილისის ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, მათი ფილიალები საქართველოში აყალბებენ მონაცემებს და ასახავენ ტყუილს. გარდა ამისა, ეს ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან და ,,ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებენ. ვერც ერთი ადამიანი ვერ ვიპოვეთ ვინც ოდესმე NDI-ს გამოუკითხავს. ხოლო, ორგანიზაცის ქართული ფილიალის ხელმძღვანელი ფინანსურადა დაინტერესებული და კორუფციულ საქმიანობაშია გხვეული. ჩვენი სახელმწიფოს საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ კომპანიების მიმართ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ირმა ინაშვილი აშშ-ს საელჩოსთან აქციასაც აანონსებს.

,,26 იანვარს 16:00 საათზე შევიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან კიდევ ერთხელ, რათა შევაჩეროთ ეს ტყუილი და მათი საქმიანობა საქართველოში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system