თავში

უდუმაშვილი: პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილება

უდუმაშვილი: პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილება
უდუმაშვილი: პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ ყოფილა განხილული არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში იქნება - აღნიშნულის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"კონკრეტული გვარები და სახელები ამ შეხვედრაზე არ განხილულა. ჩვენ ძირითადად ვიმსჯელეთ იმ სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა შევიდეთ, როგორც კი ეს სისტემა იქნება გარკვეული, მერე ვისაუბრებთ კონკრეტულ პირებზე. ეს მოხდება ძალიან მალე და ძალიან მალევე გახდება თქვენთვის ყველაფერი ცნობილი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system