თავში

ზოგი ველოსიპედით შეიკრიბება, ზოგი მანქანით - პრემიერი დეპუტატების შეკრებაზე

ზოგი ველოსიპედით შეიკრიბება, ზოგი მანქანით - პრემიერი დეპუტატების შეკრებაზე
ზოგი ველოსიპედით შეიკრიბება, ზოგი მანქანით - პრემიერი დეპუტატების შეკრებაზე

დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემის გარეშე. არანარი შეზღუდვა გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის.

„დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემის გარეშე. არანარი შეზღუდვა გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, თუმცა რაც შეეხება აქციებს, საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, რომ შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობის, წესების დაცვის გამო, არ ვიცი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა სხვაობა ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system