თავში

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით -კობახიძე

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით -კობახიძე
ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით -კობახიძე

„ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ განცხადება, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, დეპუტატების ნაწილი მზად არის შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ბულინგისა და შანტაჟის გამო ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ.

"მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი დაბრკოლება არის შანტაჟი და ბულინგი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზადყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძრება. ბულინგი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება",- განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system