თავში

ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი მანდატი დაკარგა

ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი მანდატი დაკარგა
ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი მანდატი დაკარგა

ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი მანდატი დაკარგა.

საჩივრების განხილვა გუშინ ხმაურის ფონზე წარიმართა. მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად "ქართული ოცნების" კანდიდატს 12 ხმა დაემატა.

მანამდე, "ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი - 22. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" არაერთ დარღვევაზე საუბრობენ. ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანი წითლიძე. ის პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

"უმრავლესობა არ დაგვიკარგავს მაინც ჩვენ ვართ უმრავლესობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მაჟორიტარი თავხედურად წაგვართვეს. არადა უბნებზე თვითონ იყვნენ კომისიის უმრავლესობაში და თურმე ისევ თავისებმა "გაუყალბეს", არადა უბრალოდ გახსნეს ბიულეტენები და ჩაამატეს.

მეორე ტურში ამაზე პასუხს მიიღებთ ზუგდიდელებისგან. მეორე ტურის იმ ერთ მაჟორიტარსაც მოგიგებთ და მერსაც! ხვალ პროკურატურაში მირანდა მესხის წინააღმდეგ შევიტან სარჩელს და ვპირდები, რომ აუცილებლად მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

პ.ს. რადგან ოცნება ურცხვად სპეკულირებს აქ დავწერ რიცხვებს: 22 ჩვენი მანდატია. 19 ოცნების. 3 გახარია. ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გვაქვს სადაც ჩვენ ვართ წინ პროცენტულად", - წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

მმართველი პარტიის კანდიდატის, მამუკა წოწერიას თქმით, ბიულეტენების გადათვლა კანონის ფარგლებში მოხდა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system