თავში

ზურაბ აბაშიძე გაფრინდაშვილზე: სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი

ზურაბ აბაშიძე გაფრინდაშვილზე: სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი
ზურაბ აბაშიძე გაფრინდაშვილზე: სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი

"სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი" - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით  ეს გადაწყვეტილება, ისედაც რთულ ვითარებას, კიდევ უფრო დაამძიმებს. 

"სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს. აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია - ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“  - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო რეჟიმის ე.წ.-მა სასამართლომ წელიწადი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system