თავში

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდშვილის საკითხს დააყენებს

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდშვილის საკითხს დააყენებს
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდშვილის საკითხს დააყენებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუს დიპლომატს, გრიგორი კარასინს ხვდება. დღეს პრაღის ფორმატში 23-ე შეხვედრა იმართება. 

როგორც შეხვედრის დაწყების ზინ ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი, პირველ რიგში, შეეხება დეფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს.

აბაშიძის თქმით, რაც შეძლება სწრაფად უნდა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ის უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

„ჩვენი პრიორიტეტი ახლა არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენი მიდგომა ასეთია, ყველა საშუალება, მათ შორის საერთაშორისო კონტაქტები, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ახლა არ არის დრო, ასეთი ფორმატია თუ ისეთი, რაც მთავარია, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და ასეთია ჩვენი პრინციპული მიდგომა. ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ, არის თუ არა რაღაც ახალი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ზოგადად ეს არის ნაწილი უფრო დიდი პრობლემისა, ეს არის ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბოლო ხანს საოკუპაციო ხაზთან გამწვავებულია ვითარება, ამაზეც მექნება საუბარი. თუმცა ასეთი საკითხების განხილვისთვის შექმნილია ჟენევის ფორმატი. 10 დღის შემდეგ იქნება დეტალური, საგნობრივი, სიღრმისეული საუბარი ყოველივე ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჩვენი ამერიკელი კოლეგების ჩართულობით. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის, პრაღის ფორმატი და გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხებზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system