თავში

ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია

ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია
ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია

2020 წლის 23-25 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძე ვიზიტით ეწვია ყირგიზეთის რესპუბლიკას. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა გამართა შეხვედრა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩინგიზ აიდარბეკოვთან. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის განმტკიცების მნიშვნელობას.

უწყების ინფორმაციით, დადებითად შეფასდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის 2019 წელს დაფიქსირებული სავაჭრო ბრუნვის ზრდა და აღინიშნა, რომ არსებობს სოლიდური პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2020 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებების გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების საკითხს.

გარდა ამისა, განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას.

ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system