
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება
#დაგმეგრიგოლი - წერს ჯაფარიძე.
დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ მიმართვის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია.
ამის შემდეგ ვაშაძემ საკუთარი განცხადების შესახებ დამატებითი განმარტება გაავრცელა.