თავში

ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს
ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ჯაფარიძის განმარტებით, გირჩი - მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები, თუმცა გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც მათ ექნებათ პარტიული სია, მაგრამ არ დააყენებენ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დაუჭერენ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას.

"2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებაზე:ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს.ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, 'გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის' ხმების მაქსიმალური მობილიზაციაათუმცა, მე მჯერა რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ - დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე როგორც ეს შარშან გავაკეთეთ.ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტიამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი.ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხიამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, გირჩი - მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები.გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას.ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდანკოვიდი მოვილიე, სექტემბერში სრულად ფორმაში ვიქნები" - წერს ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო ვიცე-მერის პოსტს ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სთავაზობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system