თავში

ზურაბ ჯაფარიძე: მჭირდება ოფიციალური წერილი ან საჯარო განცხადება

ზურაბ ჯაფარიძე: მჭირდება ოფიციალური წერილი ან საჯარო განცხადება
ზურაბ ჯაფარიძე: მჭირდება ოფიციალური წერილი ან  საჯარო განცხადება

"შევთავაზე საქართველო ბელორუსიის საფეხბურთო მატჩისთვის ჩვენთან ერთად ეყურებინა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია",- ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდუბის ოლქში, ზურაბ გირჩმა ჯაფარიძემ report.ge-ს განუცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, მერიისგან ფორმალური დასტური სჭირდება იმისთვის, რომ მუშთაიდის ბაღში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარებისთვის ბაღის ადმინისტრაციას არ დააჯარიმებენ.

" ქალაქის მერს ჯერჯერობით არ უპასუხია, არც საჯაროდ და არც ოფიციალური წერილით. ჩვენ დღეს დილით მივმართეთ ოფიციალური წერილით თბილისის მერიას, დაედასტურებინათ ოფიციალურად, რომ ხვალ, რვაში, სღამოს შვიდი საათიდან მე შემიძლია ჩავატარო წინასაარჩევნო შეხვედრა მუშთაიდის ბაღში, მათ შორის, შევიტანო დენის წყარო, ეს არ იქნება არანაირი რეგულაციის დარღვევა, შესაბამისად, ადმინისტრაცია არ დაჯარიმდება. ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია, მაქვს ერთადერთი გუშინდელი გაკეთებული მისი კომენტარი "ფეისბუქზე", რომელიც საკმარისი მტკიცებულება არ არის მუშთაიდის ბაღის ადმინისტრაციისთვის, ამიტომ, მჭირდება ოფიციალური წერილი ან  საჯარო განცხადება მაინც. მოპატიჟებაზე ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ გაუცია, ვგულისხმობ მუშთაიდის პარკში, ჩვენს მიერ დაგეგმილ ტრანსლირებას საქართველო ბელორუსიის საფეხბურთო მატჩის, "- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ report.ge-ს

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო -მიმართვა, სადაც კახა კალაძეს თხოვნით მიმართავს, რომ მუშთაიდის ბაღში, კერძო მეიჯარის მიერ აღებულ ტერიტორიაზე, წინასაარჩევნოდ შეხვედრის გამართვისა და მატჩის დიდ ეკრანზე გაშვების უფლება მისცეს.

"მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა? ისე კერძო მმართველობაშია გადაცემული ადრე,"- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს კომენტარებში.

ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის მერი მუშთაიდის ბაღში საქართველო ბელორუსიის საფეხბურთო მატჩის საყურებლად მიიპატიჟა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system