თავში

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას "პოლის" ჯოხიც აიღებს - სამადაშვილი

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას "პოლის" ჯოხიც აიღებს - სამადაშვილი
ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას პოლის ჯოხიც აიღებს - სამადაშვილი

"ზურა ჯაფარიძეზე მეტ ხმას პოლის ჯოხიც რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც "გირჩის" ლიდერს დღeს მიხელ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებების გამო დაუპირისპირდა და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

 "გირჩის" ლიდერმა მას უარით უპასუხა და არც ბოდიში მოიხადა. განმარტა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პრეტენზიები მათივე ინტერპრეტაციებს ეფუძნება.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატია, თუმცა დღეს, სამადაშვილმა  "TV პირველის" ეთერში თქვა, რომ გუნდში დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კანდიდატის დაყენებაზე იმსჯელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system