თავში

ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღეს

ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღეს
ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღეს

"გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყდაღეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ჯაფარიძე წერს და ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებს ავრცელებს .

პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

"ქართული ოცნება / Georgian Dream

ეგრევე ძველი ჯარიმების ამოღებით დაიწყეთ? :))

დიდუბე-ჩუღურეთი ჩაკეტეთ და ვოლსკი ჩატოვეთ შიგნით, იქნებ მაგან გიშველოთ"- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გადაწყვეტილებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარად იყროს. ამ ოლქში "ქართული ოცნებიდან" ჯაფარიძის ოპონენტი, გია ვოლსკი იქნება. ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს "ევროპული საქართველოს" ლიდერები უჭერენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე მსჯელობენ და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი დაუჭერენ თუ არა "გირჩის" ლიდერს მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system