თავში

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მე-2 ვადით აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მე-2 ვადით აირჩიეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მე-2 ვადით აირჩიეს

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებლემა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად მეორე ვადით (2022-2025 წწ) წარუდგინა. 

ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესია, სადაც მოხდა საბჭოს მიერ გენერალური მდივნის კანდიდატის არჩევა დღეს, 19 იანვარს მადრიდში გაიმართა. ახლად შერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.

მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ასევე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნობის კანდიდატმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system