თავში

ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტებს ემუქრება დეზინფორმაცია და ცილისწამება - VIDEO

ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტებს ემუქრება დეზინფორმაცია და ცილისწამება - VIDEO
ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტებს ემუქრება დეზინფორმაცია და ცილისწამება - VIDEO

ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა დეზინფორმაცია და ცილისწამება ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა, მაგალითად კი, საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერებზე ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმა მოიყვანა.

„ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციას (GDSC) ბათუმი მასპინძლობს.

კონფერენციაზე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system