თავში

ზურაბიშვილი გაეროს სამიტზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაზე ისაუბრებს

ზურაბიშვილი გაეროს სამიტზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვას
ზურაბიშვილი გაეროს სამიტზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთნ ერთად, 30 სექტემბერს გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვა, რომელზეც ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალ მიდგომებზე იმსჯელებენ, - ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

გაეროს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი თუშეთს ეწვია, რადგან თუშეთი თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მხრივ გამორჩეულია. სალომე ზურაბიშვილმა დაათვალიერა ეროვნული პარკი, რომელიც 15000 ჰექტარზეა განთავსებული და ფლორის 1000-ზე მეტ და ფაუნის 180-მდე სახეობას აერთიანებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება, როგორც დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის, ასევე, საქართველოსთვის ენდემური სახეობების კონსერვაციის თვალსაზრისით.

პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ქსელის კიდევ უფრო განვითარება, ასევე, დაცული ტერიტორიების, როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრების და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება.

პანდემიის გამო, სამიტი გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, 30 სექტემბერს ვირტუალურად ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system