თავში

ზურაბიშვილი: მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ

ზურაბიშვილი: მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ
ზურაბიშვილი: მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის გიორგი რურუას არ შეიწყალებს. 

მისივე თქმით, ამის მიზეზი საზოგადოებამ კარგად იცის.  

"რაც შეეხება ჩემ მიმართ დასმულ შეკითხვას, მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ.  ჩემზე კიდევ უფრო კარგად, ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, ასევე, იცის ისიც, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისაკენ, ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,მთავარი არხის" მეწილე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system