თავში

ზურაბიშვილი: "შეწყალებაზე გადაწყვეტილება ჩემით მივიღე“

ზურაბიშვილი: "შეწყალებაზე გადაწყვეტილება ჩემით მივიღე“
ზურაბიშვილი: შეწყალებაზე გადაწყვეტილება ჩემით მივიღე“

„შეწყალება არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და, რომელსაც აქვს უფლება - შეაფასოს გარემოებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გახმაურებული აქტის შეფასებისას.

„შეწყალება არ არის ვინმე გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით“, - თქვა ზურაბიშვილმა

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ის გამოვიდა შეწყალების წესების ცვლილების ინიციატივით. მისი თქმით, ამ საკითხზე სამუშაო დაწყებულია და მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ასევე ირკვევა, რომ პროკურატურა არა მხოლოდ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებული შეწყალების ფაქტით, არამედ „ცილისმწამებულური წამოძახილებთაც“ დაინტერესდა.

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოში რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system