თავში

ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავებული ზვიად კუპრავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მასთან ერთად დაკავებული გიორგი რურუა კი იზოლატორში გადაიყვანეს.

,,ოქმები შეადგინეს, გვითხრეს, ხელწერილი დაწერეთ და გათავისუფლებთო. ჩემთან ერთად იყო მხოლოდ გიორგი რურუა. ხელწერილთან დაკავშირებით ვიკითხე, აწერინებდნენ თუ არა გიორგი რურუასაც, მითხრეს, რომ გიორგის არ უშვებდნენ და მხოლოდ მე მიშვებდნენ, კანდიდატობის გამო.

ეს ბრძოლა არ გაჩერდება, გაგრძელდება გამარჯვებამდე, რამდენს დაგვიჭერენ?

დამაკავეს, გამოვედი და მივდივარ საოლქოში, უნდა დავამხო ლაჩაშვილს თავისი გადაწერილი ოქმები“, - განაცხადა კუპრავამ.

ცნობისთვის, ,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაპირისპირებისას დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა სულ 4 პირი დააკავეს, მათ შორის იყო ზვიად კუპრავაც. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system