თავში

ზვიად კვაჭანტირაძე კონგრესმენის წერილზე: მსგავსი სიმკაცრის წერილი არ მახსოვს

ზვიად კვაჭანტირაძე კონგრესმენის წერილზე: მსგავსი სიმკაცრის წერილი არ მახსოვს
ზვიად კვაჭანტირაძე კონგრესმენის წერილზე: მსგავსი სიმკაცრის წერილი არ მახსოვს

„მსგავსი სიმკაცრის, მსგავსი ხასიათის და ტონალობის წერილი მე რაც პოლიტიკაში ვარ, სხვა არ მახსოვს", - ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების წერილს.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ეს წერილი ქვეყნისთვის სერიოზულად დაფიქრების საფუძველია.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთი გამოხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მსგავსი სიმკაცრის, მსგავსი ხასიათის და ტონალობის წერილი მე რაც პოლიტიკაში ვარ, სხვა არ მახსოვს. თუნდაც აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ სერიოზულად დასაფიქრებელი ფაქტია. ეს არის ის ხედვა, რომელიც კონგრესში ჩვენს კოლეგებს საქართველოდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე დარჩათ. შეიძლება ამ წერილში ზოგიერთი რამ ზედმეტად იყოს გადაფასებული უარყოფითი თვალსაზრისით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრების მიერ გამოთქმული კრიტიკა უნდა მოვისმინოთ. ამ წერილის მთავარი მოტივი იყო შეცდომების ის გაუთავებელი ჯაჭვი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უშვებს - განაცხადა კვაჭანტირაძემ. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა 13 დეკემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც მან და მისმა კოლეგამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე გაგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. თუმცა, ამასთან, კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და საარჩევნო სისტემის რეფორმირებით დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system