თავში

რამდენად კარგად იცნობ ლგბტ ადამიანთა მდგომარეობას? - ქვიზი

რამდენად კარგად იცნობ ლგბტ ადამიანთა მდგომარეობას?
რამდენად კარგად იცნობ ლგბტ ადამიანთა მდგომარეობას?  - ქვიზი

ადამიანის სექსუალობა მრავალფეროვანია. დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია  და გენდერული იდენტობა  აქვთ.

საქართველომ დიდი გზა გაიარა ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციიდან ლგბტ(ი) პირთათვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განმტკიცებამდე. საბჭოთა საქართველოს კრიმინალურ კოდექსს 1933 წელს დაემატა მუხლი, რომელიც კრძალავდა მამაკაცთა შორის სქესობრივ კავშირს. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე ვადით შრომა-გამოსასწორებელ ციხეში მოხვედრას ითვალისწინებდა. ნებაყოფლობითი „მამათმავლობა“ როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველომ 1999 წელს გააუქმა. 2006 წლიდან, საქართველოს შრომის კოდექსი კრძალავს დისკრიმინაციას სამუშაო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. 2012 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს დაემატა სექსუალური ორიენტაციის საფუძველი. 2014 წელს, საქართველომ მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სადაც დისკრიმინაციისგან დაცვის ნიშნებში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა პირდაპირაა მითითებული.

თუმცა, ლგბტ+ თემის ყოველდღიური რეალობა, ხშირად, შორსაა სამართლებივი გარანტიებისაგან. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამით ირღვევა არა მარტო მათი ფუნდამენტური უფლებები, არამედ ხდება თემის წევრების საზოგადოებიდან გარიყვა და მათი მოწყვლადობის გაზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system