თავში

10 ივნისს მზის დაბნელებაა - რას უნდა ველოდოთ ამ დღეს

10 ივნისს მზის დაბნელებაა - რას უნდა ველოდოთ ამ დღეს
10 ივნისს მზის დაბნელებაა - რას უნდა ველოდოთ ამ დღეს

10 ივნისს, როდესაც მზე ჰორიზონტზე ამოვა, მის ნაწილს მთვარე გადაფარავს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთვარე ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწიდან ძალიან შორსაა და შესაბამისად, ცაზე მზეზე უფრო პატარა ჩანს.

სწორედ ზომის ეს პატარა სხვაობა განაპირობებს იმას, რომ მზე რგოლისებურად ბნელდება და არა სრულად. სრულად დაბნელების დროს, მთვარე ჩვენთან ახლოს არის და ცაში ზუსტად ჩვენი დედავარსკვლავის ზომის ჩანს.

როგორ მოქმედებს მზის დაბნელება ადამიანზე და რას უნდა ველოდოთ ამ დღეს.

რატომ ეშინია ხალხს მზის დაბნელების

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მზისა და მთვარის დაბნელება ზეციური ნიშანია და ამ პერიოდში დიდ კატაკლიზმებს უნდა ველოდოთ. სწორედ ამიტომ ეს მოვლენა ადამიანებს შიშს იწვევდა. 

მზის დაბნელება პირველ რიგში გავლენას ახდენს ადამიანთა უმეტესობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ადამიანს შინაგანი ფორიაქი ეწყება. ასეთ მომენტებში სავარაუდოა ემოციური აფეთქებებიც: სიბრაზე, აგრესია ან ისტერიკა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ პერიოდში თვითმკვლელობის მცდელობების რიცხვიც იზრდება.

რა არ უნდა გავაკეთოთ მზის დაბნელების დროს

ამ დღეს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. კვებისას უმჯობესია შემოიფარგლოთ ხილით ან ბოსტნეულით.

ერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს, ჩხუბს, კამათს და ასევე მოგზაურობას. 

მზის დაბნელების დღეს არ უნდა დადოთ გარიგებები და კონტრაქტები, არ უნდა გააკეთოთ დიდი შესყიდვები. ასევე, ეს დრო ძალზე არახელსაყრელია ქირურგიული ჩარევებისთვის.

დაბნელებამდე სამი საათით ადრე და მის დროს არ არის რეკომენდებული მზისკენ გახედვა და მის სხივებში ყოფნა.

მზის დაბნელების დღეს რეკომენდებულია ხალხმრავალი ადგილების თავიდან აცილება.

რა უნდა გააკეთოს მზის დაბნელების დროს

დაბნელებამდეც უნდა გადაიხადოთ ყველა დავალიანება, დაალაგოთ სახლი, მოაცილოთ ძველი და ზედმეტი ნივთები, გაათავისუფლოთ ადგილი ახალი ნივთებისათვის.  

ასტროლოგები გირჩევენ ფოკუსირება  პოზიტიურ მოვლენებზე მოახდინოთ და მხოლოდ დადებით იმოციები გასცეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system