თავში

10 საუკეთესო ფილმი ქალთა უფლებებზე

10 საუკეთესო ფილმი ქალთა უფლებებზე
10 საუკეთესო ფილმი ქალთა უფლებებზე

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გვინდა წარმოგიდგინოთ იმ ფილმების სია, რომლებიც ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას ეხება. 

1. ჟანა დ'არკი (The Messenger: The Story of Joan of Arc.)

ჟანა დ'არკი ერთგულად ემსახურებოდა თავის მეფეს და ხალხს მტრისგან იცავდა. იგი ბრძოლის დროს ჯარს საკუთარი მაგალითით შთააგონებდა, მაგრამ მეფემ და ეკლესიამ მას უღალატა და სასიკვდილოდ გაწირა. ფილმი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მეომრის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ეკლესიამ დაგმო, აწამა და მტკივნეული სიკვდილით დასაჯა. საუკუნეების შემდეგ ჟანა დ'არკი გმირად და წმინდანად აღიარეს. ფილმში მთავარ როლს მილა იოვოვიჩი ასრულებს.

2. ანგელოზები რკინის კბილებით (Iron Jawed Angels)

ფილმის მთავარი გმირები  პოლიტიკური აქტივისტები არიან. მათი ქმედებების გამო (რომელიც ზოგჯერ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობაში გამოიხატებოდა), თანამედროვე სამყარო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალებმა არა მხოლოდ გადასახადები უნდა გადაიხადონ, არამედ ხმის უფლებაც უნდა გააჩნდეთ.

3. უდაბნოს ყვავილი (Desert Flower)

ბიოგრაფიული დრამა ამავე სახელწოდების მემუარების მიხედვით არის გადაღებული. ფილმი ავსტრიელი მოდელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც  სომალიში დაიბადა. ახალგაზრდა გოგონამ ბევრი ტრავმული გამოცდილება მიიღო, რამაც მისი ცხოვრება გაანადგურა. ადგილობრივი ტომების ტრადიციის თანახმად, ვარისს (ისევე როგორც ამ  ტომის სხვა გოგონებს)  სასქესო ორგანოები დაუსახიჩრეს. იძულებითი ქორწინების შიშით, 13 წლის გოგონა მსოფლიოს მეორე მხარეს გაიქცა. ინგლისში იგი ფოტოგრაფს შეხვედა და სამოდელო კარიერაც სწორედ ასე დაიწყო. ფილმის პოპულარობამ საზოგადოებას ყურადღება მიიქცია, რამაც ბარბაროსული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყო ხელი.

4. მერი შელი (Mary Shelley)

ფილმი მერი შელის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს. ეს არის ქალი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მისტიკური წიგნი აჩუქა მსოფლიოს. შელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფუძემდებლად ითვლება. მან დაანგრია სტერეოტიპი, რომ ქალს მხოლოდ პრიმიტიული სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ შეუძლია წერა. საზოგადოებას არ სჯეროდა, რომ მისტიკური, ფილოსოფიური და საშინელებათა ჟანრის წიგნი, დოქტორ ფრანკენშტეინის შესახებ სწორედ შელიმ შექმნა.

5. გენდერული თანასწორობა (On the Basis of Sex)

ფილმი ფელისიტი ჯონსის შესახებ მოგვითხრობს,  რომელიც ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის მოპოვება შეძლო. ნიჭიერმა იურისტმა, გამოიყენა რა მთელი თავისი ცოდნა, დაამტკიცა, რომ ქალთა უფლებების შეზღუდვა ზიანს აყენებს საზოგადოებას და გენდერული ნიშნით განსხვავებები საზიანოა მთელი მსოფლიოსათვის.

6. სენსაცია (Bombshell)

ფილმი სამი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები ტელეკომპანია Fox-ში ვითარდება. ფილმში ნაჩვენებია სექსუალური დისკრიმინაცია, ქალთა ხვედრი და მათი უფლებების მუდმივი ხელყოფა. რამდენად რთულია ქალისთვის კარიერული წინსვლის მოპოვება, ამას ყველაზე უკეთ ეს ფილმი დაგანახებთ.

7. ტელმა და ლუიზა (Thelma & Louise)

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ეს მხოლოდ სათავგადასავლო ფილმია, თუმცა ამასთანავე მას ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობაც აქვს. მთავარი გმირები დაიღალნენ ცხოვრებით, ისინი მუდმივად მამაკაცების თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან. მოვლენების განვითარების ტრაგიკულ სერიას საშინელ დასასრულამდე მივყავართ. ფილმის მთავარმა გმირებმა ბოროტმოქმედები თავდაცვის მიზნით მოკლეს და შეშინებულმა სხვა ქვეყანაში გაქცევა გადაწყვიტეს.

8. პირველი ცოლების კლუბი (The First Wives Club)

კომედიური ჟანრის ფილმი სამი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ეს ფილმი ქალური მეგობრობის, სოლიდარობისა და ურთიერთგაგების ნათელი მაგალითია.

9. მოსამსახურე (The Help)

ფილმი რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ მოგვითხრობს. მასში ერთი ოჯახის სევდიანი ისტორიაა აღწერილი. ფილმში მთავარ როლს ემა სტოუნი ასრულებს.

10. პატარა ქალები (Little Women)

ფილმი ლუიზა მეი ოლკოტის რომანის მიხედვით არის გადაღებული. იგი ოთხი დის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დედასთან ერთად ცხოვრობენ და ცხოვრებისეული სიძნელეების გადატანა მარტოებს უწევთ. პერსონაჟები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან. ყველაზე სახასიათო უფროსი დის, ჯო მარტის პერსონაჟია, რომელსაც სასტიკად აღიზიანებს გარშემომყოფთა დამოკიდებულება, რომ მანდილოსანი მორიდებული და თავაზიანი უნდა იყოს. იგი თავს მამაკაცის თანასწორად მიიჩნევს და მწერლის გზაზე დაუოკებლად მიიწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system