თავში

12 მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ

12 მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ
12 მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ

კორონავირუსის გავრცელების პირდაპირპროპორციულად, ვრცელდება მითებიც მის შესახებ. გადავწყვიტეთ, 12 ყველაზე გავრცელებული მითი და სპეციალისტთა განმარტებები თქვენთვის გაგვეზიარებინა.

1. ნიღბის ტარება დამიცავს ვირუსისგან - პრობლემა იმაშია, რომ ის ხალხიც კი ვინც ნიღაბს ატარებს, არ იყენებს მას სწორად. ნიღბები მეტნაკლებად კი გვიცავენ, თუმცა ფართოდ გავრცელებული ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბები არც ისეთი საიმედოა და მათი გამოყენება არც ისეთი მარტივი. ხელების ხშირი დაბანა, 20 წამის განმავლობაში, საპნით, ბევრად უკეთესი პრევენციის გზაა. 

2. კორონავირუსი ღამურის სუფისგან გაჩნდა - ეს აბსოლუტური სიცრუეა. რაც კორონავირუსზე ვიცით, ისაა რომ ის პირველად ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გავრცელების წყარო ზღვის პროდუქტების ბაზრობა იყო. ამ თემაზე ბევრი სპეკულაცია ვრცელდება, თუმცა, ზუსტად არავის დაუმტკიცებია რომ ეს ვირუსი ღამურის სუფისგან გავრცელდა.

2. კორონავირუსი განზრახ შეიქმნა და გავრცელდა - კორონავირუსი სულაც არ არის სრულად ახალი ვირუსი, ან გუშინ შექმნილი. სამი დეკადის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის კორონავირუსის ჯგუფი გავრცელდა და ვირუსის ბუნება ასეთია, რომ მას ხანდახან ახასიათებს მუტაცია. ეს გამოწვეულია უამრავი ფაქტორით, დაწყებული კლიმატური ცვლილებებით, დასრულებული ადამიანის ინდუსტრიული ჩარევით. 

3. კორონავირუსით ინფიცირება სასიკვდილო განაჩენია - ვირუსზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ამ დროისთვის არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის რისკი არც ისეთი მაღალია. მსხვერპლის მაჩვენებელი ინფიცირებულთა 2 პროცენტამდეა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მას ეწოდოს სასიკვდილო განაჩენი. 

4. მხოლოდ ჩინელებს ემართებათ კორონავირუსი - მართალია პირველად ჩინეთში გავრცელდა, თუმცა ვირუსს საზღვრები არ გააჩნია.

5. კორონავირუსი ყველაზე საშიში სახეობის ვირუსია - ეს ასე არ არის, მაგალითად ებოლა ბევრად უფრო საშიში ვირუსია. 

7. ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათებით, შეიძლება დაავადდე - ამ მითის არსებობა საფუძველს მოკლებულია, ჩინეთიდან გზავნილების ჩამოსვლა ხანგრძლივი პროცესია. ვირუსი დიდი ალბათობით ვერ გადარჩება, რადგან ადამიანის სხეულს გარეთ ის, სავარაუდოდ, მალევე კვდება. 

8. საზღვრების ჩაკეტვა შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას - რესპირატორული ვირუსი, რომელიც აირწვეთოვანი გზით გადადის, შეუძლებელია საზღვრების ჩაკეტვამ და მოგზაურობებზე შეზღუდვების დაწესებამ შეაჩეროს. არსებობს ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია მოგზაურობის დროს. 

9. ვირუსი მხოლოდ მოხუცებს ერჩის - ეს ნახევრად სიმართლეა. თუ ასაკოვან ადამიანს, რაიმე თანმდევი ქრონიკული დაავადება აქვს, ამ შემთხვევაში ვირუსმა შეიძლება გამოიწყვიოს დამძიმება. 

10. კორონავირუსს და ლუდს "კორონა", რაღაც საერთო აქვთ - ლუდი არაფერ შუაშია. რადგან ამ ვირუსის ჯგუფს აქვს გვირვინი, ამიტომ ეწოდა მას კორონავირუსი.

11. ჩემს შინაურ ცხოველს შეუძლია ვირუსი გადამდოს - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, ამ ეტაპზე, არ გვქონია შინაური ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადასვლის არც ერთი შემთხვევა. 

12. ანტიბიოტიკებს შეუძლია განკურნოს, ან აგვარიდოს კორონავირუსი - ბაქტერიები და ვირუსები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ანტიბიოტიკებს ბაქტერიების წინააღმდეგ ვიყენებთ მხოლოდ. ვირუსების წინააღმდეგ საჭიროა ანტივირუსული მედიკამენტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system