თავში

2021 წელს ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა

2021 წელს ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა
2021 წელს ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მსოფლიო ოკეანეებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ახალი კვლევის მიხედვით, ოკეანეების მასშტაბური დათბობა, უპირველეს ყოვლისა, კლიმატური კრიზისით და გლობალური დათბობით არის გამოწვეული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ოკეანეების ტემპერატურა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2020 წელს. ხოლო, 2020 წლის ტემპერატურა 2019 წლისას აჭარბებდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ოკეანეების ტემპერატურა ყოველწლიურად მატულობს.

"ოკეანის სითბოს შემცველობა სტაბილურად იზრდება მთელს მსოფლიოში და ეს არის ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების მთავარი მაჩვენებელი", - განაცხადა კევინ ტრენბერტმა, კოლორადოს ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის კლიმატოლოგმა და კვლევის თანაავტორმა.

ოკეანის თბილი წყლები ხელს უწყობს ქარიშხლების და ექსტრემალური ნალექის გაძლიერებას, რაც ზრდის ძლიერი წყალდიდობის რისკს. გახურებული წყალი ფართოვდება და ჭამს გრენლანდიისა და ანტარქტიდის უზარმაზარ ყინულოვან შელფს, რაც წელიწადში დაახლოებით 1 ტონა ყინულის დნობას იწვევს. ორივე ეს პროცესი ოკეანის დონის აწევას უწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system