თავში

21 მარტს დედამიწას გიგანტური ასტეროიდი მიუახლოვდება

21 მარტს დედამიწას გიგანტური ასტეროიდი მიუახლოვდება
21 მარტს დედამიწას გიგანტური ასტეროიდი მიუახლოვდება

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ცნობით, 21 მარტს დედამიწას ამ დრომდე აღმოჩენილ ასტეროიდებს შორის უდიდესი ზომის  ციური სხეული ჩაუვლის. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Live Science იუწყება.

გამოცემის ცნობით, ასტეროიდ 2001 FO32-ის დიამეტრის ზომა 1.7 კმ-ს შეადგენს. თუმცა, გიგანტური ზომის მიუხედავად, მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელი იქნება.

ამასთან, საყურადღებოა, რომ ასტეროიდი დიდი სიჩქარით გადაადგილდება, თუმცა, როგორც NASA-ში აცხადებენ ეს მისი გადაადგილების ტრაექტორიაზე გავლენას არ მოახდენს. 

NASA-მ 2001 FO32-ს "პოტენციურად საშიში ასტრონომიული ობიექტის" კლასიფიკაცია მიანიჭა, მაგრამ იგი ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

აღნიშნული ასტეროიდი დედამიწას მეორედ მხოლოდ 31 წლის შემდეგ, 2052 წლის 22 მარტს ჩაუვლის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system