თავში

2100 წლისთვის ოკეანის ზედაპირი 95%-ით შეიცვლება

2100 წლისთვის ოკეანის ზედაპირი 95%-ით შეიცვლება
2100 წლისთვის ოკეანის ზედაპირი 95%-ით შეიცვლება

მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, თუ კაცობრიობა  ნახშირორჟანგის გამოყოფას არ შეზღუდავს, საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის ოკეანის ზედაპირი 95%-ით შეიცვლება. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science Alert წერს.

გამოცემის ცნობით, უპირველეს ყოვლისა, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ზღვაში მცხოვრები ორგანიზმები დაზარალდებიან, რომლებსაც ახალ პირობებთან ადაპტაცია და ჰაბიტატების შეცვლა მოუწევთ.

მსოფლიოს ზღვებმაინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ  ნახშირბადის  დაახლოებით მესამედი შთანთქა. მაგრამ იმის გამო, რომ CO2 დონე ატმოსფეროში იზრდება, არსებობს შეშფოთება, რომ ოკეანის ზედაპირული კლიმატი შეიძლება ნაკლებად ხელსაყრელი გახდეს ზღვის ბინადრებისათვის.

მეცნიერებმა ოკეანის კლიმატის ცვლილების სამი მოდელი შეიმუშავეს:

კვლევის წამყვანი ავტორი ქეთი ლოტერჰოსი აცხადებს, რომ ნახშირბადის დაბინძურების გამო ოკეანის შემადგენლობის ცვლილებები ღრმა გავლენას მოახდენს ზედაპირის ყველა სახეობაზე.

"ოკანების გათბობის გამო, ბევრმა ზღვის სახეობამ შეცვალა ჰაბიტატი. იმავე მხარეში მცხოვრები სახეობების საზოგადოება კვლავაც იცვლება და ადაპტაციას განიცდის", - განაცხადა ლოტერჰოსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system